ავტორი:

გიორგი მიქაუტაძემ 26 წუთში დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ლიგაზე "მეცი" დააწინაურა (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ 26 წუთში დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ლიგაზე "მეცი" დააწინაურა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მეცი" გასვლაზე "სენტ-ეტიენს" პირველ ტაიმში 2:0 ამარცხებს. სტუმრები მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა, მე-12 წუთზე მეორე გოლი კოფი კუაომ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამის შემდეგ ტრიბუნებზე არეულობას ჰქონდა ადგილი და მატჩი შეწყდა.

მიქაუტაძე 19 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში, ლიონში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ქართველი შემტევი ლიგა 2-ში გამოდის და ფრანგული კლუბის, "მეცის" ღირსებას იცავს.

ნახეთ ვიდეო: