ავტორი:

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც ბაქო უარყოფს

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც ბაქო უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სოფელ სოთქიში განლაგებულ სომხების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

უწყების ცნობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არტიომ პოღოსიანმა მიიღო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"კატეგორიულად უარვყოფთ ამ ინფორმაციას“, - აცხადებენ უწყებაში.