ავტორი:

"ნუცა იყო უაღრესად აკადემიური და მონუმენტური. ასეთი მეტამორფოზების უნარი ჟიურისაც და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს, You Go, Girl" - ზაზა შენგელია

"ნუცა იყო უაღრესად აკადემიური და მონუმენტური. ასეთი მეტამორფოზების უნარი ჟიურისაც და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს, You Go, Girl" - ზაზა შენგელია

ნუცა ბუზალაძემ American Idol-ში მორიგი გასაოცარი გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მსმენელი, რომელიც ჟიურისთან ერთად ფეხზე წამოუდგა ქართველ მომღერალს. ის ამერიკული კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ტოპ 20 მონაწილეს შორის მოხვდა.

ამის თაობაზე "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ტონი ბრექსტონის ეს სიმღერა ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი სიმღერა, უნდა ვაღიარო, ნუცამ ის ძალიან მაგრად შეასრულა, თანაც ბლომად და თამამად ბევრი საკუთარი რამ შეიტანა ამ ერთი შეხედვით ძალიან ბანალურ და მოსაწყენ სიმღერაში და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის შესრულებითა და რა თქმა უნდა, მიღებული ხმებით, შეძლებს მომდევნო ტურში გადასვლას, ოღონდ ჯერ კიდევ 10 საათის მანძილზე საჭირო იქნება აქტიურობა ხმის მისაცემად.

ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოუდგა.

ლაიონელ რიჩი: “შენ ხარ ყველაზე მაგრად მომუშავე კონკურსანტი მათ შორის, ვინც კი ამ შოუში მინახავს. შენ უნდა მიიღო მილოცვები”.

ქეითი პერი: “როდესაც ვთქვი, არ გინდა ბრჭყვიალები (no glitter), ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რაც დღეს მოგვაწოდე… შენ იყავი თავდაჯერებული, არ დაგჭირდა არაფერი ზედმეტი… კი, შეგიძლია ის ყველაფერი (შოუს გულიხმობს), მაგრამ დღეს შენ აიყვანე დარბაზი და აუდიტორია შენი ძლიერი ნუცათი”.

ლიუკ ბრაიანი: “შენ აღარ ხუმრობ…მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ჩამოხვედი და აქამდე შეძელი მოსვლა, ამდენს მიაღწიე, თავი ამაყად უნდა გეჭიროს მაღლა”.

ძალიან გულისამაჩუყებელი და ემოციური ვიდეო გავიდა ნუცას გამოსვლამდე, სადაც ის ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ამერიკაში, ასეთ ვითარებაში მოხვედრაზე ოცნებობდა და უზარმაზარ მადლიერებას გამოხატავს დედამისის მიმართ. განსხვავებით წინა ტურში ლას-ვეგასის შოუს სტილისგან, დღეს ნუცა იყო უაღრესად აკადემიური და მონუმენტური და ასეთი მეტამორფოზების უნარი ჟიურისაც და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს You Go Girl"

იმისთვის, რომ ნუცა ტოპ 12-ში მოხვდეს, ამისთვის ხმის მიცემის სამი გზა არსებობს, ამისთვის მხოლოდ 10 საათი გვაქვს, თბილისის დროით ხმის მიცემა 14 საათზე შეწყდება:

10 ხმა: ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით: https://idolvote.abc.com/

10 ხმა: სპეციალური აპლიკაციით American Idol app. აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: https://play.google.com/store/apps/details…

10 ხმა: სმს-ის საშუალებით - ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს შემდეგ ნომერზე: 21523.

იხილეთ ასევე: