სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" ტურინში "იუვენტუსი" სტუმრად 0:1 დაამარცხა და ამით ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში თამაში გაინაღდა და ამასთანავე, სკუდეტოს მოგებას უფრო მეტად მიუახლოვდა. გამარჯვება ფეხბურთელებმა გასახდელში იზეიმეს. შემდეგ კი მათ მადლიერი გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ. ამასთანავე, ათასობით ტიფოზი ნეპოლის ქუჩებში გავიდა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fambebi.ge%2Fvideos%2F914112999799708%2F&show_text=false&width=401&t=0" width="401" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
მართალია, ხვიჩა ტრადიციულად ვერ ბრწყინავდა, მაგრამ უდიდესი სამუშაო შეასრულა ამ მატჩში, მან მოედანზე 86 წუთი გაატარა. ქართველი ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა, რომელმაც დამატებით დროში მოახერხა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა.


უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.2 ქულით შეაფასა, ისევე, როგორც Whoscored-მა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7.6) გახდა.
როგორც sportall.ge წერს, იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი გამოცემა აღნიშნავს, რომ მისგან უფრო მეტს ელიან.

"მის წინააღმდეგ მეტოქე მუდამ ორმაგ, სამმაგ მეურვეობას მიმართავდა. კუადრადოს სიმულაციებს თავი აარიდა და სიმწიფის გამოცდა კიდევ ერთხელ ჩააბარა. მუდამ ცდილობს, რომ თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს", - წერს Areanapoli, რომელმაც ხვიჩას თამაში 6 ქულით შეაფასა.
"ბურთს 73-ჯერ ეხება და მუდამ არაპროგნოზირებადია. გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება ვერ მოახერხა, თუმცა ქართველს მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი მეურვეობს, რაც გუნდის თამაშზე დადებით გავლენას ახდენს", - დაწერაTuttonapoli-მ და ჩვენებურს 6.5 ქულა მიანიჭა. წაიკითხეთ სხვა შეფასებები sportall.ge -ზე.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრა შეაფასა.
"ჯერ კიდევ გვაქვს ქულები მოსაპოვებელი, წინასწარ ზეიმი არ მიყვარს, ღვინის ბოთლის გახსნის დრო ჯერ კიდევ არ არის. ეს იყო მძიმე აგური, რომელიც დაემატა იმ გზას, რასაც ჩვენ გამარჯვებისთვის ვაშენებთ. ამ წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრწყინვალე გუნდის მწვრთნელი ვარ",- თქვა სპალეტიმ.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზეა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 29 აპრილს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.