ავტორი:

"მაშინ, როცა პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრობს, ვისაც ბრძოლა უნდა "ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!" - მელია

"მაშინ, როცა პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრობს, ვისაც ბრძოლა უნდა "ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს!" - მელია

მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ყველასათვის ღიაა, ვისაც ბრძოლა უნდა "ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, უპასუხოდ ვერ დარჩება.

"მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ყველასათვის ღიაა, ვისაც ბრძოლა უნდა "ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას. დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის მისაღები არ არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში!

ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ!

საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით. მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ“,- წერს ნიკა მელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა მიიღო.