აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ რკინის ჯებირებს პროტესტის ნიშნად ხელებს უბრახუნებენ.
ისმის აქციის მონაწილეების სტვენა და შეძახილი: “წამალი ბავშვებს!”
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დაბრუნდნენ - ისინი რკინის ჯებირებს პროტესტის ნიშნად ხელებს უბრახუნებენ, ისმის შეძახილები: „წამალი ბავშვებს“