ავტორი:

ნუცა ბუზალაძის ემოციები, როდესაც ჟიურიმ ის შემდეგ ტურში გადაიყვანა და 12 საუკეთესო მონაწილეს შორის დაასახელა (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძის ემოციები, როდესაც ჟიურიმ ის შემდეგ ტურში გადაიყვანა და 12 საუკეთესო მონაწილეს შორის დაასახელა (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძის წარმატება პოპულარულ მუსიკალურ კონკურს American Idol-ში გრძელდება. ქართველი მომღერალი 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა.

ამ ტურში მან ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You, You Are Not Going” იმღერა, კინოფილმიდან "Dreamgirls.”

კონკურსის მომდევნო ეტაპზე ის მაყურებელთა ხმით არ გადასულა, ნუცა ჟიურის რჩეული გახდა (წაიკითხეთ ვრცლად: ნუცას არ ეყო ხმები, თუმცა შემდეგ ტურში ჟიურიმ გადაიყვანა - ქართველი მომღერალი American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორისაა: მორიგი შთამბეჭდავი შესრულება).

ნახეთ, ნუცას ემოციები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდა: