ავტორი:

"მზად არის იმღეროს 5 მილიონად, მაგრამ არა რუსეთში...“ - რას წერს რუსული მედია თამარ გვერდწითელზე, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სცენას უბრუნდება?

"მზად არის იმღეროს 5 მილიონად, მაგრამ არა რუსეთში...“ - რას წერს რუსული მედია თამარ გვერდწითელზე, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სცენას უბრუნდება?

თამარა გვერდწითელი თითქმის 30 წელი ცხოვრობდა რუსეთში და ამ ქვეყანას თავის მეორე სახლად მიიჩნევდა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში ქვეყანა დატოვა. რუსულ მედიაში წერენ, რომ ამის მიზეზი დედის ავადმყოფობა გახდა და არა - ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო.

მომღერლის დედა ინა კოფმანი ძალიან ახლოს იყო ქალიშვილთან, ის ხშირად თან ახლდა შვილს და ყველაფერში ეხმარებოდა. ავად გახდომის შემდეგ, კოფმანი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობა მძიმე აღმოჩნდა.

2022 წლის ოქტომბერში ქალი გარდაიცვალა. ინა კოფმანი ოდესელი გახლდათ, როგორც მომღერლის ოფიციალური ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ოდესაში, ადგილობრივი რაბინის ოჯახში იყო დაბადებული და გაზრდილი.

მოგვიანებით თბილისში ჩამოსული თამარ გვერდწითელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

"დედასთან ჩამოვედი, ვნახე და დამამშვიდა. მშობლიურ ქალაქში ვარ, მოდიან ჩემი მეგობრები. მე არსად გავდივარ, გაჩერებული ვარ. არც ვმღერი და ახლა სიმღერის დრო არ არის. დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. დედაჩემი ოდესელია. ახლა ტირის ხშირად. მთელი ჩემი წინაპრები იქიდან არიან წარმოშობით. მე-19 საუკუნის ბოლოდან, კოფმანების ოჯახი ცხროვრობდა იქ. გერმანიიდან გადასახლდნენ. როცა გესმის, შენს მშობლიურ ქალაქში რა ხდება... ძალიან რთულია. ჩემი დიდი ბაბუა ოდესის რაბინი გახლდათ..."

დედის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი თავს ცუდად გრძნობდა. მისი პროდიუსერის, სერგეი პუდოვნიკის განცხადებით, ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის.

მომხდარის შემდეგ, გვერდწითელი რუსეთში აღარ დაბრუნებულა. თვეების განმავლობაში ვარსკვლავის შესახებ არაფერი იცოდნენ თაყვანისმცემლებმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სცენას უბრუნდება.

ახლახან მისმა პროდიუსერებმა მომღერლის ამერიკული ტურნე დააანონსეს, რომელიც მაისში გაიმართება. ტურნე მოიცავს ამერიკის რვა ქალაქს, ბილეთების ფასი 75-დან 125 დოლარამდეა.

ამავდროულად, თამარა გვერდწითელი უარს არ ამბობს კორპორატიულ ღონისძიებებზე, მაგრამ ფასი იქ უკვე უფრო მაღალია. "კონცერტის ღირებულებაა 50 ათასი ევრო ან 5 მილიონი რუბლია. მართალია, გვერდწითელი რუსეთში არანაირ ფულზე არ თანხმდება გამოსვლას, მაგრამ ამერიკის გარდა, ის შესაძლოა ისრაელსა და თურქეთში გამართულ კორპორატიულ საღამოებზე ვიხილოთ", - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

წაიკითხეთ ასევე: