ავტორი:

"ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა, რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს ნინო წილოსანი რენატა ბეგიაშვილის შესახებ

"ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა, რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება" - რას წერს ნინო წილოსანი რენატა ბეგიაშვილის შესახებ

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტს ეხმაურება. ის სოლიდარობას უცხადებს ახალგაზრდა ქალს და იმედს გამოთქვამს, რომ "მოძალადე სათანადოდ დაისჯება".

"აი, ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით, მუდამ ვიბრძოლებთ და არ შევეგუებით. ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს და მჯერა, რომ მოძალადე სათანადოდ დაისჯება. დიდხანს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ფოტო, ბოლოს მივხვდი, რომ თავად ამ ქალმა, სწორედ სხვა ქალების დასაცავად გადადგა ეს ნაბიჯი. ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მას", - წერს წილოსანი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, გუშინ რენატა ბეგიაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა პოსტი და უმძიმესი ფოტო.

როგორც მოდელი აცხადებს, მასზე ფიზიკურად იძალადა ყოფილმა მეუღლემ. თავის მხრივ, მამაკაცი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: