ავტორი:

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზახეთში საქართველოს მოქალაქეების 24-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საშუალებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზახეთში საქართველოს მოქალაქეების 24-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საშუალებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ

ცნობილი ხდება, რომ ყაზახეთში, ალმათში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, საქართველოს მოქალაქეების 24-კაციანი ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას BaigeNews.kz ავრცელებს.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ალმათში ე.წ ქოლ-ცენტრები ჰქონდათ გახსნილი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.

ყაზახური მედია კიდევ არაერთი ინტერნეტთაღლითობის შესახებ წერს.

როგორც ირკვევა, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტთაღლითობის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო, რისთვისაც შეიმუშავეს სპეციალური სამწლიანი პროგრამა.