ავტორი:

"IRI-ის კვლევა აჩვენებს "რუსული ოცნების“ დასასრულს" - ლევან ხაბეიშვილი

"IRI-ის კვლევა აჩვენებს "რუსული ოცნების“ დასასრულს" - ლევან ხაბეიშვილი

ეს კვლევა აჩვენებს "რუსული ოცნების“ დასასრულს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

როგორც ხაბეიშვილი "ფეისბუქზე“ წერს, კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7- ჯერ უსწრებს.

"გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 - ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით - 25 % ჰქონდა "ოცნებას" და ენმ - ს 6%.

მარტის თვის კვლევით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14% და "ოცნებას“ 19%.

კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს.

ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს!

რუსმა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის!

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული " ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ!

და ბოლოს ... ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე იხილეთ: