ლიბერთის საგაზაფხულო აქციის „გაზარდე შენი ბიზნესი“ დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ბიზნეს და აგრომომხმარებლებმა განაცხადების გაკეთება აპრილის ბოლომდე უნდა მოასწრონ.
1-ელი მარტიდან დაწყებული აქციის ფარგლებში, ლიბერთი როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხის 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ. უფრო კონკრეტულად, ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს. გადახდის გრაფიკი მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას.
ამასთან, ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.
„ლიბერთის აქციის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, მომხმარებლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა. კერძოდ, 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ვინც ისარგებლებს ლიბერთი ბანკში ბიზნეს სესხით, იღებს 2%-მდე ქეშბექს. აღებული სესხის 2% დაუბრუნდება ანგარიშზე სესხის გაცემიდან ერთ თვეში, ხოლო თანხის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია თავისი სურვილისამებრ, თუნდაც სესხის დასაფარად, სამომხმარებლო ან ბიზნესის მიზნობრიობით.
აქციის დასრულებამდე დარჩენილია 1 კვირა, ამიტომ მნიშვნელოვანია , რომ იაქტიურონ და დროულად გააკეთონ განაცხადები.
აქციის ფარგლებში ლიბერთი ბანკი ამ შესაძლებლობას თავის მომხმარებლებთან ერთად, პოტენციურ მომხმარებლებსაც სთავაზობს, რომლებსაც მიმდინარე ვალდებულებები სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ აქვთ. ეს ვალდებულება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სესხი, როგორც ერთ, ასევე რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტში. ლიბერთი სთავაზობს მათ ვალდებულებების გაერთიანებას ერთ სესხში, ჩაერთოს ამ აქციაში და ისარგებლოს 2%-ანი ქეშბექით.
მნიშვნელოვანია აქციის პერიდიც - 1-ელი მარტიდან 30 აპრილამდე, სწორედ ამ პერიოდში სჭირდებათ ფერმერებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ფერმერებს ახლა აქვთ ხარჯები, ემზადებიან საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, მოსავალს იღებენ შემოდგომაზე, შემდეგ აბინავებენ და აკეთებენ რეალიზაციას. შესაბამისად ვთავაზობთ მომხმარებელს საშეღავათო პერიოდსაც - მას შემდეგ რაც მიიღებენ მოსავალს და დააბინავებენ, შეუძლიათ ბაზარზე პროდუქციის ფასის აწევას დაელოდონ (ამ დრომდე ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით), შესაბამისად რეალიზება მაღალი ფასით მოხდება დარჩება იმაზე მეტი მოგება, ვიდრე მაშინვე გაყიდვის შემთხვევაში დარჩებოდა. აქ მომხმარებელი ფაქტობრივად ორ სარგებელს იღებს, პირველი - სესხებს იღებს საკმაოდ დაბალ პროცენტში, ქეშბექით და მეორე - მოქნილი გრაფიკი, რაც საშუალებას აძლევს თავისუფლად აიღოს მოსავალი, დააბინაოს, დაელოდოს ფასის აწევას და მერე მოახდინოს რეალიზაცია“, განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ.
ირაკლი აბაშიძის თქმით, აღნიშნულ აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან, მარტში უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა და იგივე ტენდენცია გრძელდება აპრილშიც.
ცნობისთვის, ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
R