ავტორი:

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორში 72 წლის კაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორში 72 წლის კაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდინარე სტორში 72 წლის მამაკაცს ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი შვილთან ერთად, ავტომანქანით მდინარის ნაპირზე გასვლას ცდილობდა, თუმცა, მომატებული წყლის დონის გამო, ავტომანქანა წყალმა წაიღო.

მათივე ინფორმაციით, შვილმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, კაცს კი ეძებენ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.