ავტორი:

"გიორგის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დათოს მდგომარეობა დახვდათ ცუდი, ბევრი თრომბით, თუმცა სისხლძარღვები გაასუფთავეს" - რას წერს მახარაშვილის მეუღლე?

"გიორგის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დათოს მდგომარეობა დახვდათ ცუდი, ბევრი თრომბით, თუმცა სისხლძარღვები გაასუფთავეს" - რას წერს მახარაშვილის მეუღლე?

ცოტა ხნის წინ მუსიკოსი დათო ევგენიძე თურქეთში გაემგზავრა, სადაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას იკეთებს. ოპერაცია სტამბოლში, BAU Medical Park Goztepe-ში ტარდება. როგორც ირკვევა დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.

"25 ში ერთნი გავხდებით" - დაწერა რამდენიმე დღის წინ გიორგი მახარაშვილმა და ევგენიძესთან ერთად თურქეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილი ხდება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უკვე დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე წერს. მისი ინფორმაციით, გიორგის ოპერაცია დასრულდა, ხოლო დათოს ოპერაციის დასრულებას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება.

"ახლა დამთავრდა გიორგის ოპერაცია, კარგად ჩაიარა, დათოს მდგომარეობა დახვდათ ძალიან ცუდი, ბევრი თრომბით და რადგან პარალელურად კეთდებოდა, ამიტომ გაიწელა გიორგის ოპერაციაც. დათოს სისხლძარღვებიც გაასუფთავეს და სადღაც 8 საათზე დასრულდება დათოს ოპერაციაც" - წერს მიქაძე.