ავტორი:

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, არიან დაშავებულები - რას წერს უკრაინული მედია

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, არიან დაშავებულები - რას წერს უკრაინული მედია

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მტერმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბა. მარგანეცსა და ნიკოპოლს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მარგანეცში დაშავდა 64 და 77 წლის ორი ქალი. დაზიანდა ორი ადმინისტრაციული შენობა, რვა კერძო სახლი, ასევე ხუთსართულიანი და ორსართულიანი შენობები“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

"დაბომბვის შედეგად ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ნიკოპოლში დაზიანდა კერძო საწარმო, საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ავტომობილები", - აღნიშნა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.