ავტორი:

ბალტიის ზღვის თავზე სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააკავეს

ბალტიის ზღვის თავზე სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააკავეს

სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც ტრანსპონდერის სიგნალების გარეშე დაფრინავდნენ, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის თავზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორი Sukhoi Su-27 ტიპის მოიერიშე და ერთი Ilyushin Il-20-ის ტიპის თვითმფრინავი გერმანულმა და ბრიტანულმა ძალებმა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ გერმანიის საჰაერო ძალები აცხადებს და სოციალურ ქსელში რუსული თვითმფრინავების რამდენიმე ფოტოს ავრცელებს.