საფრანგეთში ბაიკერებისთვის უსაფრთხოების ჟილეტი შექმნეს

საფრანგეთში ბაიკერებისთვის უსაფრთხოების ჟილეტი შექმნეს

ამიერიდან მოტოციკლით მგზავრობა უფრო უსაფრთხო იქნება. საფრანგეთში სპეციალური ჟილეტი გამოიგონეს, რომელიც ავტომობილების უსაფრთხოების ბალიშის მსგავსად მოქმედებს - დაცემის დროს ყველაზე სუსტ და მტკივნეულ ადგილებს იცავს.

უსაფრთხოების ჟილეტმა ბოლო გამოცდა წარმატებით გაიარა. ჟილეტი ოთხი ფრანგი სპეციალისტის ოთხწლიანი შრომის ნაყოფია. ყველაზე რთული - არა შესაბამისი მასალების პოვნა, არამედ სისტემის დროულად ამოქმედება იყო.

"ჟილეტი შეჯახებიდან 30 მლწ-ში სრულად იბერება", - აცხადებს მოტოციკლის  აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი, ოლივიე დე როალდეზი.

დარტყმას ან წონასწორობის დარღვევას მოტოციკლზე დამონტაჟებული სპეციალური ხელსაწყო აფიქსირებს, რომელიც ჟილეტს უკაბელო კავშირით ამოქმედების სიგნალს აძლევს. აღჭურვილობის სრული კომპლექტი 500 ევრო ღირს და ის ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის ხუთ ქვეყანაში გაიყიდება.

Video

საფრანგეთში მოტოციკლის მძღოლებისთვის უსაფრთხოების ჟილეტები შექმნეს

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

"ფოლკსვაგენი" ლეგენდარულ მინივენს სერიულ წარმოებში აბრუნებს

იტალიელებს ელექტრომობილის შეძენისთვის მთავრობა დაასაჩუქრებს

რომელ ავტომობილზე ოცნებობს "ხუთოსანი მძღოლი" ვანო ჯავახიშვილი