ავტორი:

"წლების წინ, ფოკუს ჯგუფში ერთმა შუა ხნის ქალმა თქვა, ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მომწონს პოლიტიკოსებშიო..." - რა სახალისო ისტორიას იხსენებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი?

"წლების წინ, ფოკუს ჯგუფში ერთმა შუა ხნის ქალმა თქვა, ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მომწონს პოლიტიკოსებშიო..." - რა სახალისო ისტორიას იხსენებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი?

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მოსაწონ საჯარო ფიგურებს შორის პირველ ადგილზე 91%-ით კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა. შემდეგ ადგილებზე არიან: დედაქალაქის მერი კახა კალაძე - 52%-ით; საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - 48%-ით; საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი - 43%-ით; 36%-36%-ით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; 35%-35%-ით "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და "ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. მოწონების რეიტინგს ეხმაურება და წლების წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს:

"პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგზე ერთი სასაცილო ისტორია მახსენდება ჩემი პრაქტიკიდან: წლების წინ, ფოკუს ჯგუფში ერთმა შუა ხნის ქალმა თქვა, ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მომწონს პოლიტიკოსებშიო.

მოდერატორმა ჰკითხა, რატომო და ქალი პასუხობს, ძალიან უხდება, ხალი რომ აქვს ტუჩთანო. ანუ, ძალიან რელატიური რამეა ეს "მოწონება" - კაცმა არ იცის, რა განაპირობებს და, პირიქით, რაში კონვერტირდება. ჩვენ კი გვგონია, როცა პოლიტიკოსები მოსწონთ, ისინი სწორედ როგორც პოლიტიკოსები მოსწონთ. არ არის ასე!"