ავტორი:

"ყველა გადაწყვეტილების მიმღები არის ვანო მერაბიშვილი. თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ყველა გადაწყვეტილების მიმღები არის ვანო მერაბიშვილი. თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით "ტვ პირველთან"კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დროა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყოს. ჟურნალისტის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 61% თანახმაა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ. მისი თქმით, ხაბეიშვილმა აღნიშნული ადამიანების განწყობები სწორად უნდა გამოიყენოს.

"ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა იმის ხარჯზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი დაარწმუნა იმაში (რა გზებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს), რომ თვითონ უფრო დიდი გულშემატკივარია მიშასი, ვიდრე ნიკა მელია. მანამდე არსებობდა ფაქტები, რაც ადასტურებდა, რომ მელია სააკაშვილის დიდი გულშემატკივარი არ იყო. ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ მე უფრო მეტს გავაკეთებ, კედელს შევანგრევ, ჯადოქარი ვარ, სასწაულებს ჩავიდენ და მიშა იქნება თავისუფალიო. ქვეყნის 61% ამბობს, რომ მიშა უნდა იყოს გადაყვანილი, თუ კვლევა ამ ციფრს დებს, ჩვენ გვიჩნდება იმის განცდა, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, ამ ადამიანების სწორად გამოყენების პირობებში, ჩვენ შედეგს მივაღწიოთ. ხელისუფლებამ დაინახა, რომ პროტესტი გულწრფელია და გულწრფელ პროტესტს ვერ შეაჩერებენ, ამას რეაგირება მოჰყვა და ხელისუფლება დამარცხდა იმ მოკლე ბრძოლაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაბეიშვილმა ახლა დანაპირები უნდა შეასრულოს. ციფრი წინ უდევს, რამდენი ადამიანი ემხრობა და ამ ადამიანების გამოყენებით დაიწყოს პროტესტი. ჩვენ მზად ვართ, სადაც გვეტყვის, დღით, ღამით, როცა გვეტყვის იქ გავჩნდებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თითქოს ლევან ხაბეიშვილმა ერთგვარი რეპრესიები დაიწყო, რაც ბათუმის საკრებულოს სიიდან გარკვეული პირების ამოწერას უკავშირდება, ნანუკა ჟორჟოლიანი ასე პასუხობს:

"ყველა გადაწყვეტილების მიმღები არის ვანო მერაბიშვილი. ხაბეიშვილი არაფერს არ იწყებს, პარტიაში ვანო მერაბიშვილი აკეთებს ყველაფერს. თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს? რეპრესიებთან, "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინც ასოცირდება, აი, იმან დაიწყო ეს". - ამბობს ჟორჟოლიანი.