ავტორი:

"უკრაინელებმა სამი მიმართულებით მტრის 54 შეტევა მოიგერიეს, ბახმუტის მიმართულება ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება" - უახლესი ცნობები უკრაინის ფრონტის ხაზიდან

"უკრაინელებმა სამი მიმართულებით მტრის 54 შეტევა მოიგერიეს, ბახმუტის მიმართულება ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება" - უახლესი ცნობები უკრაინის ფრონტის ხაზიდან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

"ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგე ქალაქ ავდიივკას მიდამოებში, ასევე სევერნოესა და პერვომაისკოესკენ დასახლებებისკენ წინსვლას ცდილობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევას ახორციელებდნენ თავად მარინკას რაიონში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აქ, ისევე როგორც ბახმუტში, ბრძოლის ინტენსივობა მაღალია.