თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევა ზუსტი დიაგნოზი, კვლევითი შედეგების სწორი ინტერპრეტირება და პაციენტისთვის საუკეთესო მკურნალობის უზრუნველყოფაა. მედიცინის განვითარებასთან ერთად, ვითარდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელთა დანერგვა და პრაქტიკაში გამოყენება, სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, “ნიუ ჰოსპიტალსის” სხივური და რადიოდიაგნოსტიკის ცენტრი Siemens-ის წარმოების ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით აღიჭურვა.
უახლესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის შესაძლებლობებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ჭედია გვესაუბრა.
რა უპირატესობები აქვს ახალ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფს?
უახლესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი იძლევა ხარისხობრივად ახალ დონეზე აზროვნების საშუალებას, მინიმუმამდე დაჰყავს, რთულ სამედიცინო შემთხვევებშიც კი, ცდომილების ალბათობა, რაც აუმჯობესებს ნებისმიერი დაავადების პროგნოზს.
უახლესი ტომოგრაფის ინდუქციური ძალა (სიმძლავრე) - 3 ტესლას შეადგენს, ხოლო მაგნიტური გრადიენტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში არსებული, ნებისმიერი ანალოგიური ტომოგრაფის მონაცემებს.
Siemens Magnetom VIDA უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მიღებას, 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს, სხეულის ნებისმიერი ზონის თუ ორგანოთა სისტემის კვლევისას.
რა უპირატესობები აქვს ტომოგრაფს სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების დროს?
უახლესი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი მაქსიმალურად ინფორმატიულ კვლევის შედეგებს უზრუნველყოფს, ზედმიწევნითი გარჩევადობით.
მისი გაძლიერებული პროგრამები, სხვადასხვა დაავადებების სიღრმისეულად გამოკვლევას ხდის შესაძლებელს:

რას გვთავაზობს ტომოგრაფის ხელოვნური ინტელექტი?
ჩვენი ტომოგრაფი მსოფლიოში პირველი „ბიომატრიქს“ ტექნოლოდიით არის აღჭურვილი, რაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას გულისხმობს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შესაძლებელია პაციენტის სასურველ პოზიციაში დაფიქსირება და გამოძრავების შემთხვევაშიც კი, კვლევა ხელმეორედ ჩატარებას არ საჭიროებს. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ამცირებს გამოკვლევის ხანგრძლივობას და კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ასევე სპეციალისტისთვის.
სხეულის რომელი ორგანოების კვლევაა შესაძლებელი ახალი აპარატით?
მაღალტექნოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განსხვავება ჯანსაღ და არაჯანსაღ ქსოვილებს შორის, დავადგინოთ პათოლოგიური კერის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ კოლეგებს, პათოლოგიური პროცესის გავრცელების შესახებ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების მართვაში და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში.
უახლესი ტომოგრაფით შესაძლებელია ნებისმიერი ორგანოს და ორგანოთა სისტემების გამოკვლევა: თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის, ძვლების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების, ძუძუს, შუასაყრის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ზუსტი დიაგნოსტიკა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის არა მარტო ცალკეული უბნები, არამედ მთლიანი სხეული და დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ ინფორმაცია მთლიანი სხეულის მდგომარეობის შესახებ.
ჭარბ წონიანი პაციენტებისთვის რა უპირატესობა აქვს ტომოგრაფს ?
ბარიარტრიული პაციენტების გამოკვლევა, ტომოგრაფის ვიწრო გვირაბის გამო, შეუძლებელი იყო. უახლეს ტომოგრაფს ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა აქვს, რაც ჭარბ წონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს.
რამდენად ადაპტირებულია ახალი ტომოგრაფი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის?
უახლესი ტომოგრაფით შესაძლებელია როგორც ბავშვების, ასევე ახალშობილების სრულყოფილი გამოკვლევა. ტომოგრაფი აღჭურვილია პედიატრიული კოილებით, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით დავსვათ დიაგნოზი. მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაბადებულ ჩვილებში, ასევე ოფთალმოლოგიური მიმართულებების კვლევისას - სპეციალური თვალის კოილი უმაღლესი ხარისხისა და გარჩევადობის გამოსახულების მიღებას უზრუნველყოფს.
რას გვეტყვით მაგნიტურ რეზონანსული კვლევის უარყოფით მხარეებზე? აქვს თუ არა მას გამოსხივება?
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია. მისი მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია მაგნიტური ველის ზეგავლენაზე. ის არ იყენებს რენტგენულ გამოსხივებას, რაც უსაფრთხოს ხდის კვლევის ამ მეთოდს, მათ შორის ორსულებისა და ახალშობილებისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.
R