ავტორი:

Vin კოდი, ანუ როგორ შევამოწმო მანქანის ისტორია

Vin კოდი, ანუ როგორ შევამოწმო მანქანის ისტორია

ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა არის მანქანის vin კოდი. VIN (Vehicle Identification Number ) კოდი, ანუ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი, არის უნიკალური 17-სიმბოლოიანი კოდი, რომელიც ენიჭება ყველა მანქანას. 17 სიმბოლო შეიცავს ლათინურ ასოებსა და ციფრებს, რომლებიც გვეხმარება მივიღოთ ინფორმაცია ავტომობილის მოდელის, მწარმოებლის, წარმოების წლის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. ვინ კოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორადი ავტომობილის შეძენისას და გვეხმარება გავიგოთ რა ნაწილი აქვს შეცვლილი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს დღეს რეალურად და რა ღირებულება აქვს მანქანას ახლა სინამდვილეში.

ვინ კოდის სიმბოლოების მნიშვნელობა:

ვინ კოდში თითოეულ ასოსა და რიცხვს თავისი დანიშნულება აქვს და გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. მაგალითისთვის, პირველი სიმბოლო, გვეუბნება იმას თუ სადაა აწყობილი მანქანამ. იხილეთ VIN კოდის მნიშვნელობა და ახსნა:

  • 1, 4, 5 - ამ ციფრებით დაწყებული კოდი გვეუბნება, რომ მანქანა შექმნილია აშშ-ში;
  • 2 - მანქანა აწყობილია კანადაში;
  • 3 - მექსიკაში;
  • 6, 7 - ავსტრალია და ოკეანეთში;
  • 8, 9 - სამხრეთ ამერიკაში;
  • A, B, C , D, E, F, G, H - აფრიკაში;
  • J, K, L, M, N, O, P, R - აზიაში;
  • S,T,U,V,W,X,Y, Z – ევროპაში.

პირველი მომდევნო ორი (მე-2, მე-3) სიმბოლო აღნიშნავს მანქანის მწარმოებელს:

  • თუ სიმბოლო იწყება A-თი - მანქანა არის Audi;
  • თუ იწყება B-ზე, არის BMW;
  • C – Chrysler;
  • F – (FA, FB, FC, FD, FM, FT – Ford);
  • G - General Motors (Chevrolet, Buick, GMC, Cadillac და ა.შ.)
  • H – Honda;
  • J – Jeep;
  • K: Kawasaki (მოტოციკლები)
  • L - Lincoln;
  • M - Mazda;
  • N – Nissan;
  • S – Subaru;
  • T: Toyota;
  • V: Volkswagen და სხვა.

მომდევნო 5 სიმბოლო გვაწვდის ინფორმაციას მანქანის ბრენდზე, ძრავის მოცულობაზე და ტიპზე.

მე-9 სიმბოლო გვეუბნება მანქანის უსაფრთხოების კოდს.

მე-10 ნიშანი მანქანის გამოშვების წელს გვეუბნება. მაგალითად:

  • A-იდან K-ს ჩათვლით სიმბოლო ნიშნავს, რომ მანქანა გამოსულია 1980-1989 წელს;
  • L-დან Y-ს ჩათვლით სიმბოლო ნიშნავს, 1990-დან 2000 წლების შუალედით გამოსულ მანქანების;
  • 1-დან 9-ის ჩათვლით, შესაბამისად, 2001-დან 2009 წელს გამოსული მოდელებია;
  • 2010 წლიდან კი ისევ ანბანის მიხედვით იდენტიფიცირდება გამოშვების წლები.

მე-11 სიმბოლო ქარხნის შენობის ნომერს გვაუწყებს.

ბოლო 6 სიმბოლო კი არის მანქანის სერიული ნომერი, ანუ მანქანის რიგითობა.

რა არის ჩემი მანქანის ვინ კოდი?

ვინ კოდთან დაკავშირებული ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვა ვინ კოდის პოვნას უკავშირდება. საიდან უნდა იცოდეს მძღოლმა რა არის მისი მანქანის ვინ კოდი? სად წერია ეს ინფორმაცია?

ვინ კოდის ნახვა ერთის მხრივ შესაძლებელია თვითონ მანქანაში, მეორეს მხრივ კი მანქანის დოკუმენტებში. როგორც წესი, ეს ნომერი შეიძლება რამდენიმე ადგილზე იყოს განთავსებული ავტომობილში, მათ შორის, საქარე მინაზე, ბამპერზე, საჭის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე, ძრავაზე და სხვა ნაწილებზე. ამას გარდა, ვინ კოდი შეგიძლიათ ნახოთ მანქანის ტექ. პასპორტში.

როგორ შევამოწმო ვინ კოდი?

არსებობს მრავალი ონლაინ პლატფორმა, რომლებიც ვინ კოდის მიხედვით მძღოლს მანქანაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პლატფორმების სანდოობა ერთნაირი არაა. თითოეული მათგანის ბაზა, თუ საიდან იღებენ მანქანაზე ინფორმაციას, განსხვავებულია. ვინ კოდის შესამოწმებელი პლატფორმა მით უფრო ზუსტია, რაც უფრო ბევრი და სანდო წყაროსგან იღებს ინფორმაციას. ამ წყაროებს შორის შეიძლება იყოს, სადაზღვევო კომპანიები, ავტოსალონები, ავტოაუქციონები, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა.

სანდოობის მიხედვით დღეს რამდენიმე პლატფორმა გამოიყოფა: Carfax, Clearvin, Autocheck და სხვა.

სტატია შემოგთავაზათ მოგომ.

ასევე ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები მოგოსგან: მართვის მოწმობა | დამატებითი შემოსავალი | ავტო ლომბარდი | ავტომობილის ტექდათვალიერება

ასევე იხილეთ მოგოს პროდუქტები: lizingi | უკულიზინგი | სკუტერ ლიზინგი | სპეცექნიკა

NS