ავტორი:

"ჩემს ნამუშევრებს სკოლის დერეფანში აკრავდნენ და ამან მიბიძგა, უკეთესის შექმნისკენ" - გაიცანით 15 წლის სალომე, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

"ჩემს ნამუშევრებს სკოლის დერეფანში აკრავდნენ და ამან მიბიძგა, უკეთესის შექმნისკენ" - გაიცანით 15 წლის სალომე, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

15 წლის სალომე თვითნასწავლი მხატვარია. ხატვა ბაღის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ უამრავი ლამაზი ნაშრომი შექმნა. თავიდან ყვავილების და სამოსის ხატვა დაიწყო, როცა მიხვდა, რომ საქმე კარგად გამოსდიოდა, გადაწყვიტა საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა. პატარა ასაკში გადაწყვიტა თამარ მეფე დაეხატა. აღსანიშნავია, რომ სალომე ძირითადად ფანქრით ხატავს.

სალომე ზუბიაშვილი:

- ხატვა ბაღიდან დავიწყე. მომწონდა ყვავილების და კაბების ხატვა, დიზაინერობა მსურდა... დაბალ კლასებში ძირითადად ყოველთვის მასწავლებლის მოცემულ დავალებას ვასრულებდი, ხელოვნებას სერიოზულად არ ვუდგებოდი, ჩემს ნამუშევრებს ყოველთვის სკოლის დერეფანში აკრავდნენ მეუბნებოდნენ, რომ ხატვის ნიჭი მქონდა და მათ ჩემი ნახატები მოსწონდათ. ამან მიბიძგა, რომ ბევრად უფრო კარგი ნახატები შემექმნა...

10 - 11 წლის ასაკში დავიწყე კაბების კერვა თოჯინებისათვის. არა მარტო კაბებს ასევე თმებსაც მე ვაკეთებდი. მაღალ კლასებში გადასვლის შემდეგ კი ანიმეს ყურება და მათი დახატვა დავიწყე. ახლა ისევ ვაგრძელებ და ანიმაციებს ვხატავ, ზოგჯერ მსახიობებს და მომღერლებს...

- ძალიან პატარა ასაკში თამარ მეფე დახატეთ...

- დიახ, მეოთხე კლასში დავხატე თამარ მეფე... არ არის კარგი, მაგრამ ვინახავ უფრო სწორედ, რაც არ მომწონდა ვყრიდი-ხოლმე და დედა მიმალავდა. ფანქრით ხატვა ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია და უფრო მეტად მომწონს. საღებავებითაც ვხატავ ტილოზე და შუშაზე.

სალომე ოჯახთან ერთად

- მომღერლებს და მსახიობებს დასახატად რის მიხედვით არჩევთ?

- ყოველთვის ისეთ მომღერლებს და მსახიობებს ვხატავ, რომლებმაც ჩემში დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. ვიზუალურად ძალიან მომწონს ლიკა ქავჟარაძე. თან მისი როლიც ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებულად "ნატვრის ხე"-ში.

დაათვალიერეთ 15 წლის გოგონას შემოქმედება: