ავტორი:

"რაც მაწუხებდა ცხოვრებაში, ყველაფერზე ვეწუწუნე..." - როგორ მოიშორა რობერტ პატინსონმა მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი

"რაც მაწუხებდა ცხოვრებაში, ყველაფერზე ვეწუწუნე..." - როგორ მოიშორა რობერტ პატინსონმა მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი

პოპულარულ ადამიანებს, წარმატებასთან ერთად, უსიამოვნო მომენტებთან გამკლავებაც უწევთ. სხვა ვარსკვლავების მსგავსად, რობერტ პატინსონიც ხშირად ყვება მსგავს სიტუაციებზე.

ჯერ "ჰარი პოტერში" სედრიკ დიგორის და შემდეგ 2008 წლის ფილმ Twilight-ში მომხიბვლელი ვამპირის, ედვარდ კალენის როლის შესრულების შემდეგ, პატინსონს უამრავი ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. 2009 წელს, როცა მსახიობი ესპანეთში ახალი ფილმის, Little Ashes-ის გადაღებებზე იმყოფებოდა, მას ზედმეტად ცნობისმოყვარე ფანი გადაეკიდა, რომელიც დღე და ღამე სახლთან დარაჯობდა:

"ის ჩემს ბინასთან ათენ-აღამებდა ლამის 3 კვირის განმავლობაში..." - ჰყვებოდა მსახიობი ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, რობერტმა გადაწყვიტა შექმნილ ვითარებას თავად გამკლავებოდა: "ერთ დღეს ვუთხარი, - გინდა სადილზე წავიდეთ? სხვას არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა..."

მსახიობმა გაამხილა, რომ ფანმა ის თავისი მშობლების რესტორანში წაიყვანა, მაგრამ შეკვეთილი კერძების ფული პატინსონს გადაახდევინა:

"რაც მაწუხებდა ცხოვრებაში, ყველაფერზე ვეწუწუნე და ბოლოს ანგარიში მომაწოდა. გადავიხადე და მას შემდეგ ის ჩემი სახლის წინ აღარ გამოჩენილა..."- ამბობს პატინსონი.

რამდენად მართალია ეს ამბავი, რთული სათქმელია, რადგან მსგავსი გიჟური ისტორიების მოყოლა რობერტ პატინსონისთვის უცხო არ არის... მსახიობი ხშირად თხზავს უცნაურ და სახალისო ისტორიებს, რის გამოც მედიამ მისდამი ნდობა დაკარგა.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როცა პატინსონის ფილმი Water for elephants გამოდიოდა, მსახიობს ჰკითხეს, - უოცნებია თუ არა ოდესმე გაქცეულიყო და ცირკს შეერთებოდა, რაზე პასუხადაც ის ასეთ ისტორიას მოყვა:

"როცა ცირკის სანახავად პირველად წავედი, ერთ-ერთი კლოუნი გარდაიცვალა. მისი პატარა მანქანა აფეთქდა", - როცა შოუს წამყვანმა არ დაუჯერა, მან განაგრძო:

"სერიოზულად, ყველა გარბოდა, საშინელება იყო. მას შემდეგ ცირკში აღარ ვყოფილვარ", - თქვა მსახიობმა.

რამდენიმე წლის შემდეგ რობერტს ჰკითხეს, ნამდვილი იყო თუ არა ეს ისტორია? - აღმოჩნდა, რომ მსახიობმა ის თავად შეთხზა.

<iframe width="550" height="409" src="https://www.youtube.com/embed/QbNmAppHZ5Y" title="Robert Pattinson Makes Up a Story About a Dead Clown" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა