ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი, მაგრამ არ გირჩევთ, ეჭვი შეიტანოთ ჩვენს სიმტკიცეში" - ზახაროვა

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი, მაგრამ არ გირჩევთ, ეჭვი შეიტანოთ ჩვენს სიმტკიცეში" - ზახაროვა

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი, მაგრამ მოსკოვის სიმტკიცეში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს და არც არავინ გამოცადოს ის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვლენები ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის ფასად. ამავე დროს, არ გირჩევთ, ეჭვი შეიტანოთ ჩვენს სიმტკიცეში და პრაქტიკაში გამოცადოთ ის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს „რუსეთის ფუნდამენტური ინტერესების მიზანმიმართულად შელახვას, მიზანმიმართულად წარმოქმნის რისკებს და რუსეთთან დაპირისპირებაში ფსონებს ზრდის“.