ავტორი:

ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

"1929 წელი, ალავერდობა, ყველის გამყიდველი თუში ქალი - მარიამ კაიშვილი ყოფილა ეს მშვენება, ჰოლივუდია ნამდვილი", - ამ წარწერით გავრცელდა სოცქსელში ფოტო, რომელსაც დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. კომენტარებში ის ლეგენდარულ ნატო ვაჩნაძესაც კი მიამსგავსეს. ულამაზეს ქალზე გვესაუბრება მარიამ კაიშვილის ახლობელი მაყვალა კაიშვილი:

- მნახველის თვალს პირველი ნახვისთანავე ხიბლავს მარიამ კაიშვილის ღვთიური შუქით განათებული სახე. თუშის გარეგნობაში, სულერთია, ქალია თუ კაცი, წინაპრების ბრძნული შეგონება იკითხება, რომ სიცოცხლე ღირსებაზე მეტი არ არის - ამ მცნებაზეა აკინძული მარიამ კაიშვილის არცთუ ხანგრძლივი, სულ რაღაც 65-წლიანი ცხოვრების რთული გზა.

მარიამი 1912 წლის 1-ლ ივნისს სოფელ ზემო ალვანში დაიბადა სახელოვანი თუში მწყემსის ლაზარე კაიშვილის ოჯახში. მის დაბადებამდე შავმა ჭირმა დაუნანებლად შეიწირა მისი ოთხივე და-ძმა. ასე რომ, მარიამს მარტოს მოუწია დაეცვა სახელოვანი ოჯახის ღირსება. გოგონამ ალვანის სკოლის სამი კლასი დაამთავრა და შეგნებულად გაუყვა მაშინდელი თუშეთის მომთაბარე ცხოვრებას. ლამაზმა და ღირსეულმა გოგონამ მალევე მიიპყრო თანასოფლელების ყურადღება. იმდენჯერ ეწვია კაიშვილების ოჯახს 16 წლის მარიამის ხელის სათხოვნელად ახალგაზრდა მწყემსი იოსებ ქადაგიძე, რომ მისი ოჯახისა და გოგონას გული მოიგო და დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, ხანმოკლე გამოდგა ახალგაზრდების შეხმატკბილებული ცხოვრება, სამ წელიწადში იოსები შირაქში ლეკმა ყაჩაღებმა მოკლეს.

თუში ქალები სხვების თვალწინ ქმრებს არ დასტირიან, რადგან ეს დიდი სირცხვილია. მარიამმაც გულში ჩაიმარხა თავისი წრფელი გრძნობა და გააგრძელა ღირსეულად ცხოვრება... გააგრძელეთ კითხვა