ავტორი:

"ორივე კარგადაა, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ... ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო" - როგორია დათო ევგენიძისა და გიორგი მახარაშვილის მდგომარეობა?

"ორივე კარგადაა, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ... ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო" - როგორია დათო ევგენიძისა და გიორგი მახარაშვილის მდგომარეობა?

მუსიკოსმა დავით (დათო) ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც სტამბოლში, BAU Medical Park Goztepe-ში დაიგეგმა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო.

ოპერაცია 25 აპრილს ჩატარდა და 12-საათი გაგრძელდა. მუსიკოსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებენ გიორგი მახარაშვილისა და დათო ევგენიძის ოჯახის წევრები.

როგორც ირკვევა, მახარაშვილი და ევგენიძე უკვე პალატაში არიან:

"დათო პალატაშია, მახარა გუშინდელი დღიდან პალატაშია", - წერს სოციალურ ქსელში დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ევგენიძე.

"ორივე კარგადაა, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ, რისი ბოლომდე გაყუჩებაც არ შეიძლება, რომ არ დაზიანდეს ღვიძლი, ამიტომ ძირითადად აძინებენ. ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო. გიორგის ცოტა ლაპარაკი უჭირს, სძინავს თითქმის მთელი დღე, დათოც პალატაში ამოიყვანეს და არ შემიშვა, ცუდად გამოვიყურებიო" - წერს გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე სოციალურ ქსელში.