ავტორი:

რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა - "საუბრისას ასევე განიხილა რუსულ-უკრაინული ომი და მარცვლეულის შეთანხმება"

რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა - "საუბრისას ასევე განიხილა რუსულ-უკრაინული ომი და მარცვლეულის შეთანხმება"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც არ გამორიცხა "ახალი ინიციატივები". ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა.

განცხადების თანახმად, საუბრისას ასევე თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნა განხილული.

"საუბრისას ასევე განიხილა რუსულ-უკრაინული ომი და მარცვლეულის შეთანხმება. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შესაძლოა ახალი ინიციატივები რეალიზდეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მალე გამოჯანმრთელების სურვილები გადასცა სატელეფონო საუბრის დროს, რომელშიც ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა”, - წერია განცხადებაში.