ავტორი:

"უამრავ ადამიანს აწუხებს აკნე, გაგიზიარებთ იმ რთულ გზას, რომელიც მე გავიარე" - ანუკი არეშიძე თავის მოვლის რუტინაზე

"უამრავ ადამიანს აწუხებს აკნე, გაგიზიარებთ იმ რთულ გზას, რომელიც მე გავიარე" - ანუკი არეშიძე თავის მოვლის რუტინაზე

დედაქალაქის მერის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს სოციალურ ქსელში, "ინსტაგრამზე" 1 მილიონი გამომწერი ჰყავს. დიზაინერი ხშირად აქვეყნებს ყოველდღიური ცხოვრებითან ფოტოებს, სთორებს და პერიოდულად მკითხველებს პასუხობს. ამჯერად ანუკიმ კიდევ ერთხელ უპასუხა უამრავ კითხვას, რომლებიც საკუთარმა გამომწერებმა დაუსვეს. კითხვების სიმრავლის გამო, მათ ბოდიშიც კი მოუხადა, რომ ყველა მათგანზე ვერ შეძლო პასუხის გაცემა.

ანუკიმ ძირითადად იმ ტიპის კითხვებს უპასუხა, სადაც თავის მოვლის რუტინაზე ეკითხებოდნენ. ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ დიზაინერს აკნე აქვს, თუმცა აქვე დასძინა, რომ მის სამკურნალოდ რთული გზა გაიარა. გამომწერებს დაპირდა, რომ ამ თემაზეც ისაუბრებდა.

- დიახ, ეს მე ვარ. უამრავ ადამიანს აწუხებს აკნე. ამიტომ გაგიზიარებთ იმ რთულ გზას, რომელიც მე გავიარე.

- როგორ უვლით სახის კანს?

- აფთიაქების პროდუქციას ვიყენებს, არაკომედოგენურ კრემებს, რომლებიც ატენიანებს და კვებავს კანს. ასევე ვიყენებს მზის დამცავს. კანის დამატენიანებელი, სწორი კვება და ძილი განაპირობებს კანის ბზინვარებას. ასევე დადებითი ემოციები და ნაკლები სტრესი (ვეცადოთ მაინც.)

- როგორ ახერხებ, რომ იყო პროდუქტიული?

- რვა საათიანი ძილის ციკლი, ფიზიკური (აუცილებლად სწორი) დატვირთვა, შენი მდგომარეობისთვის შერჩეული სწორი წიგნები, ნაკლები კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანებთან, მეტი სიყვარულის გაცემა, პოზიტიური ენერგიების მიღება-გაცემა.

- თმის გასქელებაზე რა აზრის ხარ?

- ჩემ ნატურალურ ფერს ვიზრდი და აღარ ვიღებავ.

- საკუთარი სტილი როგორ იპოვე?

- მილანში სწავლამ და ცხოვრებამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.

- იუთუბიდან რატომ გაქრი?

- პასიურ ფაზაში ვარ, მაგრამ ივნისიდან აუცილებლად დავბრუნდები.

- დიზაინერობის გარდა, რომელ პროფესიას აირჩევდი?

- ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ყველაფერი, რაც ადამიანის ფიქრებს, მსოფლმხედველობას, სამყაროს მიმართ მის ქმედებებს და სხეულის ენას უკავშირდება.