ავტორი:

"კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს..." - რას აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი?

"კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს..." - რას აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი?

კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ის არის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს.

"ამ დასკვნის გაკეთება დასარულს იქნება შესაძლებელი და არა ბრძოლის დასაწყისში… თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა - ერთი იქნება, თუ საჭირო იქნება ორი ან მეტი - ასე იქნება. ეს ის კონფლიქტი არ არის, რომლის გაყინვაც შეიძლება,” - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ხალხი, რომელიც უკრაინულ კონტრშეტევას გადამწყვეტ ბრძოლად განიხილავს, “უკრაინული ძალისხმევის სურათს ამახინჯებენ.” კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.

იხილეთ ასევე: