"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ქართველ კონკურსანტს მხარი დაუჭირონ.
აღსანიშნავია, რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ხვიჩასთვისაც. "ნაპოლი" "სალერნიტანას" ხვდება, თამაში ხვალ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ხვიჩასთან ერთად ნუცას მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს ავრცელებენ ცნობილი და წარმატებული ქართველები. მათი მიმართვები "ბრავო რეკორდის" დამფუძნებელი ზაზა შენგელიას სოციალურ ქსელში ვრცელდება. სპორტისა და კულტურის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, გააქტიურდნენ ქართველის მხარდასაჭერად. (წაიკითხეთ: "დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად)
ცნობისთვის, ქართველი მომღერალი პოპულარული ამერიკული კონკურსის, American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. წინა ტურში ნუცას ხმები არ ეყო და ჟიურიმ გადაარჩინა, რის შედეგადაც 24 კონკურსანტიდან ის 12 საუკეთესოში მოხვდა. ამჯერად ყველაფერი გულშემატკივრების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
წაიკითხეთ ასევე: