ავტორი:

ვინ არიან ვაზისუბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები

ვინ არიან ვაზისუბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები
  • ფოტოზე: გიორგი ზანდარაშვილი, გიორგი გონაშვილი, გიორგი ოსიპოვი

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა, 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ შორის სამი გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გარდაცვლილები გიორგი ოსიპოვი, გიორგი ზანდარაშვილი და გიორგი გონაშვილი არიან. მათგან ორი - 19 წლის, ხოლო ერთი 20 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.