ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს.
"კურიერის" ინფორმაციით, ის გალში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, გაგრასა და ბიჭვინთაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზი თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირებაა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გაუვრცელებია.