"ნაპოლი" ნანატრ სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა. "სერია ა"-ში მისი უახლოესი მდევარი, "ლაციო" დამარცხდა. მან "ინტერთან მატჩი ანგარიშით 3-1 დათმო.
მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე "ლაციომ" გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ლაუტარო მარტინესმა და რობინ გოსენსმა გაიტანეს და მატჩის მოგება შეძლეს.
რამდენიმე წუთში დაიწყება ნეაპოლელებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები საკუთარ მოედანზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდებიან და მოგების შემთხვევაში, ტიტულს დაეუფლებიან.
მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, "სალერნიტანა" სერია ა-ს ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.