"მშვენიერი ელენე“ - ეს არის ახალი ქართული მხატვრული ფილმი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ის ზუსტად მისი დაბრუნების სცენით იწყება და მისი ავტორი რეჟისორი გიორგი ოვაშვილია. მხატვრული ფილმის პრემიერა გასულ კვირას შედგა.
მოქმედება ფილმში თბილისში მიმდინარეობს. დანარჩენი ეპიზოდების გადასაღებად ასევე შეიჩა გარკვეული ლოკაციები. გადაღებები იყო ქვემო ქართლში, ხრამის ხეობაში, ბირთვისის კანიონებზე (შთამბეჭდავი კადრებია), შუა ქართლში კავთისხევთან.
უცხოეთში სწავლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული გოგონა აღმოაჩენს, რომ აქ ცხოვრება თავის გზით მიდიოდა. ის ამოვარდნილი რჩება იმ რეალობიდან, რომელშიც ბრუნდება და ცდილობს, მოძებნოს თავის ადგილი. რეჟისორის თქმით, ეს არის ორიგინალური სცენარი და გარკვეული ინსპირაცია რეალური მოვლენებიდან მოდის. მთავარი როლის შემსრულებელი ელენე დამწყები მსახიობი ნათია ჩიკვილაძეა.
გმირს საკუთარ თავში გარკვეული კრიზისი აქვს. ბევრი კითხვა აქვს დაგროვილი და პასუხებს ეძებს. ფილმის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ეხმარება. "მშვენიერი ელენე“ არის ახალგაზრდა ადამიანების პრობლემებზე, ალბათ იმაზეც, რომ ელენეს ასაკის ადამიანები დაფიქრდნენ. ფილმში ასევე მთავარი გმირი კინორეჟისორია, ამ როლს რეჟისორი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ხვთისიაშვილი თამაშობს.
ცნობილ რეჟისორს გაბრიელ ორბელს შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში კრიზისი აქვს. ინსპირაციისთვის საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების გასაგრძელებლად, ეძებს ახალ სისხლს, ახალ იდეას, ახალ შემართებას. ელენე მას უახლოესი მეგობრის დახმარებით უკავშირდება. გაბრიელ ორბელთან გასაუბრების შემდეგ რეჟისორს ელენე საცდელი ვადით თანაშემწედ აჰყავს. შემდეგ იმ ადგილების მოსაძებნად მიდიან, რომლებიც გაბრიელს მომავალი ფილმის ეპიზოდების გადასაღებად წარმოუდგენია. ფილმი უამრავ კითხვას აჩენს და ეს კითხვები გაუჩნდება არა მარტო ქართველ მაყურებელს, მათ შორის, უცხოელსაც, რადგანაც "მშვენიერი ელენე“ საფესტივალო ცხოვრებას იწყებს. ტრიესტეს ფესტივალზე ის უკვე იყო.
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ნამუშევრებისგან ახალი სურათი განსხვავებულია, რადგანაც თავად ასე გადაწყვიტა. ფილმის წარმოება მიმდინარეობდა ეროვნული კინოცენტრიდან მიღებული დაფინანსებით. ამის გარდა, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, მეგობრული თანადგომა ძალიან დაეხმარა მუშაობისას, რომ გადაღება ბოლომდე მისულიყო. როგორც გადამღები ჯგუფის წევრები ამბობენ, შემოქმედებითი პროცესი გიორგი ოვაშვილთან საინტერესო იყო. მათი თქმით, გიორგისთან მუშაობა ყოველთვის კომფორტულია. გადამღებ ჯგუფს მუშაობის პროცესში სირთულეების დაძლევაც მოუხდათ, მაგრამ შეძლეს, მაგრამ უკვე სიამოვნებით იხსენებენ იმ დღეებს.