ავტორი:

"ნუცა, ძალიან მაგარი გოგო ხარ... მინდა მადლობა გითხრა ყველა ქართველის სახელით, ჩვენ გვჯერა შენი, GO!" - ნათია თოდუა ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს

"ნუცა, ძალიან მაგარი გოგო ხარ...  მინდა მადლობა გითხრა ყველა ქართველის სახელით, ჩვენ გვჯერა შენი, GO!" - ნათია თოდუა ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს

გერმანიის სატელევიზიო მუსიკალური მეგა-შოუს “The Voice” 2018 წლის გამარჯვებული, ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს. ის ნუცას წარმატებებს უსურვებს და სსაზოგადოებას მისი მხარდაწერისკენ მოუწოდებს.

"ნუცა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, მინდა მადლობა გითხრა ყველა ქართველის სახელით. აი, ამ დიდი წარმატებისთვის, დიდი სიყვარულისთვის, რა შენ მოიპოვე "America Idol"- ში. ეს არის ძალიან დიდი შრომი და მიზანდასახულობის შედეგი. გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და დიდ სიამოვნებას ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც გელოდება შენ ძალიან მალე. ახლა კი მოგმართავთ თქვენ, მეგობრებო. გთხოვთ დაუჭიროთ მხარი. ჩვენ გვჯერა შენი, ნუცა, GO" - ამბობს ნათია თოდუა.

ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად https://idolvote.abc.com ხმის მიცემა ლაივ შოუს დაწყებიდან ბოლო სარეკლამო ჭრამდე იქნება შესაძლებელი ხვალ, ნიუ იორკის დროით 20:00ზე, ლოს ანჯელესის დროით 17:00ზე. საქართველოს დროით დილის 04:00ზე. ჯამში 30 ხმის გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგი საშუალებებით:

მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote

მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol App

მაქსიმუმ 10 ხმა - ტექსტური შეტყობინებით.

ნუცას საკონკურსო ნომერი შოუს დაწყებამდე გახდება ცნობილი Text 9 to 21523.