ავტორი:

ნუცა ბუზალაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა American Idol-ში და დატყვევებული ჟიური: "არასოდეს შეიცვალო... შენ ხარ ვარსკვლავი!" (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა American Idol-ში და დატყვევებული ჟიური: "არასოდეს შეიცვალო... შენ ხარ ვარსკვლავი!" (ვიდეო)

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუს American Idol-ის ჟიურის გაოცებას ისევ ახერხებს. დღვანდელ ტურში მან შეასრულა სიმღერა "SHow must go on" ლეგენდარული როკ-ჯგუფის "Qween"- ის რეპერტუარიდან.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზი ემოციებს ვერ იტევდა, ხოლო ჟურიმ აღფრთვანება ისევ ვერ დამალა.

"არ შეიცვალო! შენ ყოველთვის იქნები ნუცა, მუდამ და ყოველთვის", "შენ ხარ ვარსკვლავი!", "რასაც არ უნდა მისდიო, შენ ყველაფერს შეძლებ" - უთხრეს ჟიურის წევრებმა მომღერალს.

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე პოპულარული მუსიკალური კონკურსის, American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის არის. წინა ტურის შემდეგ, ის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა ტოპ 12-ს შორის, თუმცა ამჯერად ჟიური თავის რჩეულს ვეღარ დაასახელებს და ყველაფერს მაყურებელთა ხმების რაოდენობა გადაწყვეტს. შედეგები რამდნეიმე წუთში გახდება ცნობილი.