ავტორი:

რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა მტრის მიერ გასროლილი ფრთოსანი რაკეტების უმრავლესობა გაანადგურეს - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა მტრის მიერ გასროლილი ფრთოსანი რაკეტების უმრავლესობა გაანადგურეს - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

დედაქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოქალაქეებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით.

  • მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს.

"დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.