ავტორი:

"ჯეო ჰოსპიტალსმა“ ლაბორატორიული მედიცინის კვირეული სამეცნიერო კონფერენციით დაასრულა

"ჯეო ჰოსპიტალსმა“ ლაბორატორიული მედიცინის კვირეული სამეცნიერო კონფერენციით დაასრულა

სიახლეები მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიმართულებით, თანამედროვე ტენდენციები დიაგნოსტიკის კუთხით - ეს ის საკითხებია, რომელზეც „ჯეო ჰოსპიტალსის“ პროფესიონალთა გუნდმა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელა და კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სამეცნიერო კონფერენცია „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“ ლაბორატორიული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, როგორც მისი დასკვნითი ღონისძიება.

კონფერენციის მთავარი თემები გახლდათ:

• ლაბორატორიული სერვისების ხარისხი - რეალობა და გამოწვევები

• ლაბორატორიული უსაფრთხოება პრეანალიზურ ეტაპზე

• კარდიული მარკერები

• ფარისებრი ჯირკვლის ჰათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

• ალფა ფეტოპროტეინის (AFP) როლი გენეტიკური მუტაციების გამოვლენისას ორსულობის პერიოდში

• შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი

• ამიაკის კვლევის მნიშვნელობა ღვიძლის დაავადებების მართვაში

კონფერენციას „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის მასშტაბით მოქმედი ექიმ-ლაბორანტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს პროფესიული დღესასწაული „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ მიულოცა და ქსელის მასშტაბით დაგეგმილი სიახლების შესახებაც ისაუბრა.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ლაბორატორიული სერვისების მაღალ დონეზე განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლაბორატორიული მედიცინა მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მიწოდების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

,,ლაბორატორიული მედიცინა არის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მიწოდების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალთა გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სწორი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის პროცესში. სწორედ ამ ადამიანების დასაფასებლად, დაუღალავი ძალისხმევის მადლიერების გამოხატვის მიზნით, მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს, რომელსაც „ჯეო ჰოსპიტალსიც“ შეუერთდა, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალთა კვირეული, რომელსაც „ჯეო ჰოსპიტალსი“ შეუერთდა, მთელ მსოფლიოში აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება. ჩატარებული მასშტაბური კონფერენციის პარალელურად, კვირეულის ფარგლებში „ჯეო ჰოსპიტალსმა“ საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში სხვადასხვა აქტივობა გამართა.

აღსანიშნავია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, განვითარებასა და პაციენტებისთვის ხარისხიან მომსახურებაზე, სამედიცინო სერვისების მიმართულებით ხშირად გეგმავს მასშტაბურ აქციებს. ასეთივე შეთავაზება მოქმედებდა ლაბორატორიული მედიცინის კვირეულის ფარგლებში.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰოპისტალური ქსელია, რომელიც 25 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს.

R