ავტორი:

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე აფეთქების შედეგად სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

"უნეჩას რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის", - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამის“ არხზე.

მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, "რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.