ავტორი:

"ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და აგრესორადაა მოხსენიებული" - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი

"ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და აგრესორადაა მოხსენიებული" - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი

ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული.

ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიციამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

გენერალურმა ასამბლეამ 122 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია გაეროსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მედიის ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის მცდელობა, დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილიყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც მედია წერს, დოკუმენტში საუბარია იმ უპრეცედენტო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ხოლო კიდევ უფრო ადრე საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ხუთმა ქვეყანამ მისცა. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდილოეთ კორეა.