ავტორი:

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას დაბომბვაში ადანაშაულებს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას დაბომბვაში ადანაშაულებს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ოლქის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს.

"დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“, - აღნიშნა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ბოგომაზმა გუშინ განაცხადა, რომ რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.