ავტორი:

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავი იწვის

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავი იწვის

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიის ვოლნას დასახლებაში, ყირიმის ხიდთან ახლოს, ნავთობის საცავი იწვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი „ტელეგრამზე“ წერს.

„ვოლნას დასახლებაში (რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია) ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს მიენიჭა სირთულის უმაღლესი ხარისხი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა“, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს საფრთხეს არ უქმნის.