ბუკინგემის სასახლესთან მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები დაყარა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევას ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმედ არ განიხილავენ. ცნობილია, რომ თოფის ვაზნები ამოღებულია და სპეციალისტები ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცს ჩხრეკისას დანა აღმოაჩნდა, მაგრამ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რომელსაც დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.