ავტორი:

უკრაინას ოკუპანტებმა "კამიკაძე დრონებით" შეუტიეს - უკრაინელებმა 21 დრონის განადგურება შეძლეს

უკრაინას ოკუპანტებმა "კამიკაძე დრონებით" შეუტიეს - უკრაინელებმა 21 დრონის განადგურება შეძლეს

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ირანული "კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

ცნობისათვის, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესის ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.