ავტორი:

ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, მათ ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ლიდერებზე უკრაინელების მხრიდან თავდასხმა აღკვეთეს

ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, მათ ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ლიდერებზე უკრაინელების მხრიდან თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მათ ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ლიდერებზე თავდასხმა აღკვეთეს.

ეფ-ეს-ბემ თავდასხმის გეგმის არქიტექტორად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, რომან მაშოვეცი დაასახელა.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნეები “ყირიმის რესპუბლიკის” მეთაური სერგეი აქსიონოვი, ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმირ კონსტანტინოვი და იალტის მერი, იანინა პავლენკო იყვნენ.

ეფ-ეს-ბეს ცნობით, დაკავებული არიან ყირიმში მოქმედი ჯაშუშური ჯგუფის წევრები - რუსეთისა და უკრაინის ექვსი მოქალაქე, ისევე როგორც უკრაინისა და ბულგარეთის მოქალაქე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტების ტრანსპორტირებაში.

"ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით რუსეთში ელექტროღუმელების მიწოდების საფარქვეშ ბრიტანული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტების მიწოდების არხი ჩაკეტილია“, - აღნიშნავს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.