ავტორი:

რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან

რა უნარების მქონე სპეციალისტებზეა მოთხოვნა ბიზნესის სფეროში? - ინტერვიუ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის სკოლის დეკანთან

დღეს მსოფლიოში კომპანიების 82%, კადრების ძიების დროს, არჩევანს აკეთებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მქონე პირზე. თუ რეიტინგებს გადავხედავთ, ბოლო დეკადებია, 10 ყველაზე მოთხოვნადი ხარისხიდან და პროფესიიდან პირველი ბიზნესის ადმინისტრირებაა, ხოლო მომდევნო ოთხი - მასთან დაკავშირებული სპეციალობა, იქნება ეს მარკეტინგი თუ ფინანსები. აქედან გამომდინარე, ბიზნეს სფეროში დასაქმებული კადრების უნარ-ჩვევებზე მოთხოვნები ხშირად იცვლება. ამგვარ გარემოში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი არის ის მთავარი მახასიათებელი, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს. ლიდერი, ვისაც ასეთ პირობებში სწორი ანალიზისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის მქონე თანამშრომელი.

მნიშვნელოვანია ახალ გამოწვევებს ფეხი სწრაფად აუწყოს უმაღლესმა საგანმანათლებლო სისტემამაც, რომელსაც ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ყოველწლიურად უწევს პროგრამაში ცვლილებების შეტანა. დღეს სწავლების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ქეისებზე დაფუძნებული პროგრამა მიიჩნევა. ამასთან, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს, რომელთაც სამომავლოდ ანტრეპრენერობა ან სტარტაპერობა სურთ, უნივერსიტეტი ამ მიმართულებით გარკვეულ გამოცდილებას აძლევდეს.

როგორც „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანი ნათია ნასრაშვილი განმარტავს, პრაქტიკული და პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავების გარეშე, მხოლოდ თეორიული ცოდნა გლობალურად კონკურენტუნარიანს ვერ გაგვხდის.

უფრო კონკრეტულად, რა სახის ცოდნა და უნარ-ჩვევები გვჭირდება დღეს ბიზნესში წარმატების მისაღწევად, აჩქარებულ, ციფრულ სამყაროში ლავირებისთვის და როგორ შევიძინოთ ისინი, „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანმა ნათია ნასრაშვილმა განგვიმარტა:

- რა ახალი მოთხოვნები არსებობს ბიზნეს სფეროში მომუშავე სპეციალისტებზე და რა უნარები უნდა ჰქონდეთ მათ, რომ ეფექტიანები იყვნენ? ასევე საინტერესოა, როგორ პასუხობს თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა აღნიშნულ მოთხოვნებს?

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დინამიკურ გარემოში ვცხოვრობთ და გარემოებები სწრაფად ცვალებადია, პროფესიონალებზე მოთხოვნებიც გარკვეულწილად შეცვლილია. ცალსახად შეიმჩნევა ის, რომ გარდა პროფესიული უნარებისა და ე. წ. Hard Skill-ებისა, მოთხოვნა არსებობს ე. წ. Soft Skill-ებზე. უფრო კონკრეტულად კი თანაბარმნიშვნელოვანი ხდება ლიდერობის, კომუნიკაციის, გუნდურობის, კრიტიკული აზროვნებისა და უკუკავშირის მიცემის უნარები. ანუ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პიროვნული უნარები იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთი საქმე უფრო ეფექტიანად შეასრულონ.

რა ვითარება გვაქვს დღეს? – თეორიულ ცოდნასა და Hard Skill-ების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე პროფესიონალთა ნაკლებობა არ შეინიშნება, თუმცა უკვე მეტი აქცენტი კეთდება Soft Skill-ების ქონაზე. დღეს თანაბარი ხარისხის, დიპლომის, პროფესიული გამოცდილების ორ ადამიანს შორის დამსაქმებელი არჩევანს აკეთებს მის სასარგებლოდ, ვისი პიროვნული უნარებიც აღემატება მეორისას. მიზეზი კი არის ის, რომ მოქნილობა, ადაპტირებულობა და ნაკლები ენერგიის დახარჯვა საქმეში ბევრად უფრო შედეგიანია.

უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლა კი მსოფლიოში არსებულ ტრენდებს უნდა მიჰყვებოდეს და სტუდენტებს სწორედ ასეთი სამუშაო გარემოსთვის ამზადებდეს. შესაბამისად, „ალტე უნივერსიტეტის“ უმთავრესი მისია არის ის, რომ სტუდენტები, რომლებიც ბიზნესის პროგრამაზე მოხვდებიან, იძენდნენ დღეს მოთხოვნად ცოდნას, უნარებს და ჩვენი სივრცე გარკვეული პრაქტიკული გამოცდილებითაც დატოვონ.

- უფრო კონკრეტულად, სწავლების რა მოდულებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს და როგორ გამოიყენებენ ისინი მათ სამომავლოდ თავიანთ პროფესიაში?

ჩვენი საბაკალავრო პროგრამის სილაბუსები და მოდულები მაქსიმალურად დაბალანსებული და გაჯერებულია ისეთი საგნებით, რომლებიც Soft Skill-ების განვითარებაზეა მიმართული. ამასთან, აღნიშნული ტიპის უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის სწორად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს პროგრამაზე ასწავლიან ლექტორები, რომელთაც ბიზნეს საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ამ მხრივ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პირდაპირ მათგან მიიღონ ის პრაქტიკული ინფორმაცია, რაც სამომავლოდ ერთგვარი გზამკვლევივით ექნებათ.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ქმნიან სხვადასხვა პროექტს, იღებენ უკუკავშირს და პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები. გამოცდილების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის აქტივობები და ინფორმაციის გაზიარება სტუდენტს ეხმარება მიხვდეს, რომ განვითარების გზაზე შეიძლება დაბრკოლებები შეექმნას, რამაც მოტივაცია არ უნდა დაუკარგოს და პირიქით, უარყოფითი გამოცდილება მისთვის სასარგებლო გაკვეთილი უნდა იყოს.

- „ალტე უნივერსიტეტმა“ დანერგა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა, რას გულისხმობს და რატომ არის ასეთი აქტუალური?

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი კომპლექსურია და სტუდენტებს სხვადასხვა უნარის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მაქსიმალურად ვცდილობთ, სწავლების მეთოდიკაში შემოვიტანოთ განსხვავებული მიდგომები, რაც სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საშუალებას მისცემს.

ინფორმაციის მიღების გარდა მნიშვნელოვანია მისი განხილვა, მასზე მუშაობა, პრობლემის დანახვა და მისი გადაჭრა, რაც უკეთ დამახსოვრებასა და გამოყენებას უზრუნველყოფს. სწავლების პროცესში სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დისკუსიას, ჯგუფურ მუშაობას, კომუნიკაციას და განხილვას.

- აძლევს თუ არა უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალი უნარების შეძენის საშუალებასა და დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების პროგრამებით?

იქიდან გამომდინარე, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ პარტნიორები და კონტაქტებია, რა თქმა უნდა, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ დამსაქმებლებს და 200-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში გაიარონ პრაქტიკა. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ პროფესიონალებთან მათ ყოველდღიური შეხება აქვთ, რაც როგორც საჭირო უნარების ათვისების, ისე კონტაქტების შეძენის საშუალებას აძლევთ.

- როგორც აღნიშნეთ, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ანტრეპრენერობით არის დაინტერესებული. რა პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს ამისთვის?

გარდა იმისა, რომ ვზრუნავთ ჩვენი სტუდენტების Soft Skill-ების განვითარებაზე, მათ ვეხმარებით ანტრეპრენერული საქმიანობა სწავლის პროცესშივე დაიწყონ და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დააგროვონ.

ჩვენ შევქმენით „Start-up გარაჟი“ არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აბიტურიენტებისთვისაც და მათ ვაძლევთ თავიანთი იდეების ინკუბაციისა და აქსელერაციის შესაძლებლობას. სხვადასხვა კონკურსის საშუალებით, რომელიც Start-up გარაჟის ორგანიზებით იმართება, მათ საშუალება აქვთ, ამავე გარემოში შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ამისთვის გარკვეული გრანტებიც მიიღონ.

ამასთან, უშუალოდ პროგრამაშია ინტეგრირებული 1 წლიანი ანტერპრენერობის კურსი, რომელიც გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს ანტრეპრენერული უნარების განვითარებასა და ინოვაციურად ფიქრის დაწყებას, მთელი წლის განმავლობაში, სტუდენტები ჯგუფურად მუშაობენ საკუთარი ბიზნეს იდეის რეალურ საქმედ ქცევაში და კურსის ბოლოს, რეალური, გამართული ბიზნესით შედიან ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი მონაცემები: https://forms.office.com/e/J1sryBck9S

#ალტეუნივერსიტეტი #საბაკალავროპროგრამები

R