ავტორი:

დღის ფოტო: შეიარაღებული დაპირისპირება სუდანში და სიმშვიდე აფეთქებების ფონზე

დღის ფოტო: შეიარაღებული დაპირისპირება სუდანში და სიმშვიდე აფეთქებების ფონზე

სიმშვიდე აფეთქებების ფონზე - ასე უწოდებენ "როიტერის“ ფოტოს, რომელიც სუდანშია გადაღებული.

ფოტოზე აღბეჭდილია აფეთქებების შედეგად გაჩენილი კვამლი და ჩანს მამაკაცი, რომელიც დაზიანებულ გზაზე მიაბიჯებს.

ცნობისთცის, სუდანში შეიარაღებული არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მესამე კვირაა მიმდინარეობს. არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელი, გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგალო ძალაუფლებისთვის იბრძვიან და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ არმიაში შეყვანის გეგმებზე ვერ თანხმდებიან.