ავტორი:

კაცი, რომელმაც 5 მეზობელი მოკლა, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს - ის კარადაში იმალებოდა

კაცი, რომელმაც 5 მეზობელი მოკლა, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს - ის კარადაში იმალებოდა

ტეხასში დააკავეს კაცი, რომელსაც მეზობლების დახოცვა ედება ბრალად. მედიის ცნობით, 38 წლის ფრანცისკო ოროპესამ 5 ადამიანი მოკლა. მან 28 აპრილს, ღამით, ნახევრადავტომატური იარაღიდან ესროლა მეზობლებს.

კაცმა მიზანში ადამიანები მას შემდეგ ამოიღო, რაც იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, ხოლო მეზობლებმა სთხოვეს, შეეწყვიტა ასე მოქცევა.

ფრანცისკო ოროპესა დაკავებისას

დანაშაული უილსონ გარსიასა და მისი მეუღლის, სონია არგენტინა გუცმანის სახლში მოხდა, სადაც ამ დროს სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა. გარსიას თქმით, შეიარაღებული მამაკაცი ყველა მათგანის მოკვლას აპირებდა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 16 კმ-ის მოშორებით დააკავეს და როგორც შერიფმა გრეგ კეიპერსმა განაცხადა, 38 წლის ფრანცისკო ოროპესა სამრეცხაოში, კარადაში იმალებოდა. სავარაუდო მკვლელის ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციაში შესული ზარის საშუალებით გახდა ცნობილი.

მთავრობა იმ ადამიანს, ვინც პოლიციაში დარეკა, 80 000$-ის ოდენობის ჯილდოს გადასცემს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა