ავტორი:

რუსული მედიის ცნობით, პუტინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინამ კრემლზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა (ვიდეო)

რუსული მედიის ცნობით, პუტინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინამ კრემლზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა (ვიდეო)

რუსული მედიის ცნობით, უკრაინამ კრემლზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა. როგორც kommersant.ru წერს, ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსამსახურში გაკეთდა. პრესსამსახურისვე თქმით: "რუსეთი იტოვეს შურისძიების უფლებას ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის“.

“ღამით კიევის რეჟიმმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დარტყმა სცადა“, - აცხადებენ კრემლში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თავდასხმის შედეგად ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, არ შეცვლილა მისი სამუშაო განრიგი და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"თავდასხმაში ორი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო კონტროლის სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, ისინი ჩამოაგდეს. კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვის შედეგად, მსხვერპლი და მატერიალური ზარალი არ ყოფილა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

კრემლმა უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა შეაფასა, როგორც დაგეგმილი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 9 მაისის ღონისძიებებამდე, სადაც დაგეგმილია "უცხოელი სტუმრების დასწრება“.

უკრაინაში ამის თაობაზე განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.